6 – 7 კლასებში ვისწავლეთ
ბევრი რამ, პრეისტორიული
ხანისა თუ მრავალი
კულტურის შესახებ. გავეცანით
სხვადასხვა წყაროებსა და ცნობებს. მოვიპოვეთ
მასალა მათ შესახებ.
წარმოდგენილი გვქონდა ნაკეთობათა
სურათები და ნიმუშები.
პროექტის ფარგლებში ჩვენ ვიყავით სიმონ ჯანაშიას მოზეუმში,
სადაც გავეცანით პალეონტოლოგიის ნიმუშებს.
სიმონ ჯანაშიას სახელობის
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 1 200 000 ექსპონატია გამოფენილი.
ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა
მუზეუმის დათვალიერებამ. თვალწინ წარმომიდგა საქართელოს
წარსული. ვნახე ძვირფასი
ლითონისაგან დამზადებული უძველესი
ნივთები, ასევე ოქროსა
ვერცხლისა თასები. დასანანია
ის რომ, ზოგიერთი
ექსპონატი დაიკარგა და მომავალ
თაობას არ შემორჩა.
ვიყავით ასევე ეთნოგრაფიულ
მუზეუმში, სადაც ჩავატარეთ
გათხრები მოვიპოვეთ სხვადასხვა
ნაკეთობა. ამ პროცესში
დავეუფლეთ პროფესიას არქეოლოგიას
რომელიც ძალიან საინტერესოა.
ჩემი აზრით, ყველამ
უნდა ნახოს ეს ექსპონატები, რათა შეიცნოს საქართველოს
წარსული, ისტორია და მისი ღირშესანიშნაობები, რითაც ამაყობდა ქართველი
ერი.
საბა გელდიაშვილი
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––