პროექტი


სასწავლო მოდულის ავტორი
შორენა ქურდაძე, თინათინ ალანია, ინგა ზარანდია
სკოლა, რაიონი, ქალაქი
თბილისის 155 საჯარო სკოლა. დიდუბე–ჩუღურეთი
თემის  დასახელება
პალეონტოლოგია–არქეოლოგია (რანი ვართ, საიდან მოვსულვართ?).
სამიზნე ჯგუფი
IX  კლასი   საბაზო.
საგანი
ბიოლოგია, ისტორია, ინგლისური
პროექტის შინაარსი
IX კლასის პარალელ კლასებიდან შეირჩევა 15–15 მოსწავლე, რომლებიც მოინახულებენ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს, მოიპოვებენ ინფორმაციას, ჩაიწერენ ინტერვიუს, გაუზიარებენ ინფორმაციას თავის კლასელებს და მუზეუმების პოპულარიზაციის მიზნით მოამზადებენ ორენოვან  საინფორმაციო ბუკლეტს თემაზე „ჩვენი თვალით დანახული მუზეუმი“.

მოსწავლეთა სხვა 18 ბავშვიანი ჯგუფი ესტუმრება თბილისის ეთნოგრაფიურ მუზეუმს და მიიღებს მონაწილეობას საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში.

მოპოვებულ და გადაღებულ მასალებს დაახარისხებენ, გაუზიარებენ თანაკლასელებს და მოამზადებენ ორენოვან ვიდეოფილმს. მოპოვებულ ტექსტურ, ფოტო და ვიდეო მასალას განათავსებენ ბლოგზე. პარალელურად მოსწავლეები მოამზადებენ პოსტერს და პრეზენტაციას დასკვნითი ღონისძიებისათვის.

განხორციელების ჩარჩო
 10    კვირა
სტანდარტი და ინდიკატორი
კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი   პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.

კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით.

ბიოლ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ცოცხალი სამყაროს ისტორიულ განვითარებაზე,  დაუკავშიროს ორგანიზმთა მრავალფეროვნება ევოლუციურ პროცესს.

ისტ.IX.2.  მოსწავლეს შეუძლია გაანალიზს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია  საქართველოში სოციალურ ურთიერთობებისტორიის კვლევა

უცხ.ს.IV.14. მოსწავლეს შეუძლია წერისას ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.
მოსწავლეების ამოცანები და სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, გამოიმუშავებენ ტრანსფერის უნარს,  ინფორმაციის მოძიების, დამუშავება - დახარისხების, კომუნიკაციის, პრეზენტაციის, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, პრაკტიკული მუშაობის, ტექსტის თარგმნის  უნარ–ჩვევებს. დახვეწავენ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას  სასწავლო  მიზნებისათვის, აუმაღლდებათ სამოქალაქო ცნობიერება, განუვითარდებათ  ურთიერთსწავლებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარ–ჩვევა. გაეცნობიან მუზეუმში დაცულ კოლექციებს, გაიღრმავებენ ცნობიერებას, დაადგენენ ისტორიული წყაროს მთავარ საკითხს. პრაქტიკულად გაეცნობიან  მარტივი არქეოლოგიური გათხრების სპეციფიკას, შექმნიან ორენოვან ბუკლეტს, გაუკეთებენ ვიდეო ფილმს სუბტიტრებს, მოამზადებენ პოსტერს და პრეზენტაციებს.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
რატომ არის მნიშვნელოვანი  ჩვენი წარსულის შესწავლა? რა ინფორმაციას გვაწვდის გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა და რამდენად მნიშვნელოვანია? როგორ აწარმოებენ არქეოლოგები გათხრებს? რა არის ამისათვის საჭირო?
სასწავლო პროცედურები
პროექტის დასაწყისში ორივე პარალელ კლასს შევახვედრებთ საკლასო ოთახში და ჩავატარებთ ინტეგრირებულ გაკვეთილს თემაზე  რატომ არის მნიშვნელოვანი  ჩვენი წარსულის შესწავლა? ვიმსჯელებთ  თემაზე  თუ როგორ  ,,აცოცხლებს“  ისტორიას არქეოლოგია, რატომ უწოდებენ არქეოლოგიას ,,ნიჩბებით შეიარაღებულ ისტორიას“? როგორ გვეხმარება ნივთების ,, ალაპარაკება“, რომ მეტი ინფორმაცია მივიღოთ.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს გავაცნობთ პროექტის შინაარს, განვსაზღვრავთ განხორციელების ეტაპებს, ჩავატარებთ ანკეტირებულ გამოკითხვას მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად და ერთობლივად დავგეგმავთ სამომავლო ნაბიჯებს:
·        პირველ ეტაპი – პარალელ კლასებში შეირჩევა 15–15 მოსწავლე სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში სტუმრობისათვის. მათგან 2 მოსწავლე მოამზადებს კითხვარს ინტერვიუსათვის და ორი მოსწავლე რომელსაც შეუძლია ვიდეო და ფოტო გადაღება. მოსწავლეები დაათვალიერებენ არქეოლოგიურ საგანძურს და მიიღებენ მონაწილეობას ორ საგანმანათლებლო პროგრამაბში ( ნუმიზმატიკა და პალეონტოლოგია)
·        მეორე ეტაპი – მუზეუმში მყოფი მოსწავლეები გაუზიარებენ თანაკლასელებს შთაბეჭდილებებს და დაიწყებენ ელექტრონული მასალის მოძიება–დამუშავებას ბლოგისათვის. პარალელურად გაამზადებენ ორენოვან (ქართულ – ინგლისურ) ბუკლეტს „ჩემი თვალით დანახული მუზეუმი“ .
·        მესამე ეტაპზე – 18 მოსწავლე ესტუმრება ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც მონაწილეობას მიიღებს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ იმიტირებულ გათხრებში.
·        მეოთხე ეტაპი – მოსწავლეები დაამუშავებენ გადაღებულ ვიდეო მასალას, დაამზადებენ ვიდეო რგოლს და გაუკეთებენ ინგლისურ სუბტიტრებს. ელექტრონულ მასალას ატვირთავენ ბლოგზე.
·        მეხუთე ეტაპი –  მოსწავლეები მოამზადებენ ელექტრონულად ბუკლეტს, პოსტერს და პრეზენტაციას დასკვნითი ღონისძიებისათვის. დაამთავრებენ ბლოგზე მუშაობას.
შეფასება

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
·    მოსწავლის საჭიროებების განმსაზღვრელი კითხვარი

·    პრეზენტაციის  რუბრიკა
·    პრაქტიკული მუშაობის, გაკვეთილზე ჩართულობის რუბრიკა
·    ბროშურის  დამზადების  რუბრიკა
·    პოსტერის  დამზადების  რუბრიკა
·    დისკუსიის  რუბრიკა

·    შედეგების  მონიტორინგის კითხვარი
·    თვითშეფასება
რესურსები და ბიუჯეტი
კომპიუტერი,  პროექტორი, ვიდეოკამერა, ფოტოკამერა, პრინტერი, ინტერნეტი.
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები,  ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.

გამოყენებული ლიტერატურა