თბილისის N 155 საჯარო სკოლის საგრანტო პროექტ „ჩემო თბილის ქალაქოს“ ფარგლებში განხორციელდა პროექტი „რანი ვართ, საიდან მოვსულვართ?“, რომელიც განახორციელეს IX კლასის მოსწავლეებმა. თავდაპირველად პარალელ კლასებიდან შეირჩა 15–15 მოსწავლე, რომლებმაც მოინახულეს სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, მიიღეს მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამებში: “ნუმიზმატიკა“ და „პალეონტოლოგია“. მოიპოვეს ინფორმაცია საქართველოში ნაპოვნი არქეოლოგიური გატხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტების შესახებ, რომელიც მოგვიანებით განათავსეს ბლოგზე, და მუზეუმების პოპულარიზაციის მიზნით მოამზადეს ორენოვანი საინფორმაციო ბუკლეტი თემაზე: „ჩვენი თვალით დანახული ეროვნული მუზეუმი“.
პროექტის მომდევნო ეტაპზე მოსწავლეთა 18 ბავშვიანი ჯგუფი ესტუმრა თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს და მიიღეს მონაწილეობა საგანმანათლელო პროგრამით გათვალისწინებულ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში.
მოპოვებული და გადაღებული მასალები დაახარისხეს, გაუზიარეს თანაკლასელებს და მოამზადეს ორენოვანი ვიდეორგოლრბი სუბტიტრებით. მოპოვებული ტექსტური, ფოტო და ვიდეო მასალა განათავსეს ბლოგზე. პარალელურად მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერი და პრეზენტაცია დასკვნითი ღონისძიებისათვის.